Home / სერვისები / ვებ სერვერი / MySQL ბაზის რეზერვირება ცალკეულ ფაილებად

MySQL ბაზის რეზერვირება ცალკეულ ფაილებად

მცირე რეკომენდაცია თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენი მონაცემთა ბაზების რეზერვირებული ასლი. ამ თემით დავინტერესდის მას შემდეგ, რაც დავაკვირდი სტატისტიკას მონაცემთა ბაზის თავდასხმაზე. ყოველდღიურად დაახლოვებით 150 მდე თავდასხმა მოდიოდა SQL სერვერზე.

ყველაზე მარტივი ხერხია გამოვიყენოთ mysqldump შემდეგი კონსოლური ბრძანებით:

# /usr/bin/mysqldump -uroot -hlocalhost -p’password’ –all-databases | /usr/bin/gzip -c > /backup/mysql/`date “+%Y-%m-%d”`.gz

ზემო აღნიშნულ გზაზე /backup/mysql გამოდის ფაილი რომელსაც სახელად გამოტანის თარიღი დაერქმევა, მაგ: 2018-11-11.gz. გამოტანილ არქივში იქნება SQL სერვერზე გახსნილი ყველა მონაცემთა ბაზა რომელიც იქნება დაკომპრესირებული. ასეთ ფაილებთან მუშაობა არც თუ ისე მოსახერხებელია. მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება თუ იგივე ჰოსტინგზე აღადგენთ.

თუ გსურთ ბაზის გამოტანა სხვა ჰოსტინგზე ასატვირთად, ცოტა წვალება მოგიწევთ. ჯერ-ჯერობით მე არ შემხვედრია არსად ისეთი მარტივი გზა, რომ გაეადვილებია მთლიანი პროცესი. ქვემოთ მოცემული კონსოლური ბრძანება არის ამდროისათვის ყველაზე მარტივი გზა

# mysql -u root -p –one-database destdbname < alldatabases.sql

ამ ბრძანების გაშვება ჩემს შემთხვევაში არ მოხერხდა. კონსოლურ SQL- გამოჰქონდა რამოდენიმე ტიპის შეცდომა, რაძეც ჩაძიება აღარ გადავწყვიტე რადგან ეს წაიღებდა უამრავ დროს.

ყველაზე მარტივი ხერხი არის ისევ PHPMyAdmin-ის საშუალებით სათითაოდ მონაცმეთა ბაზის გამოტანა და შემდგომ მათი დაკომპრესირება.

ინფორმაცია itbrain