Home / სისტემები / Other Linux / FreeBSD 11 ინსტალაცია დამწყებთათვის

FreeBSD 11 ინსტალაცია დამწყებთათვის

ამ სტატიაში განვიხილავთ FreeBSD 11 ინსტალაციის 2 ვარიანტს.

1. ინსტალაცია 1 მყარ დისკზე. სადაც სისტემის რეზერვირება ხდება ვირტუალური მანქანის ბექაპის დონეზე და არა მყარ დისკზე.

2. ინსტალაცია პროგრამულ raid1 მასივზე, რომლის დანიშნულებაც იქნება ერთი მყარის დისკის მეორე მყარ დისკზე კლონირება. FreeBSD უკვე დიდი ხანია მეგობრობს zfs-თან (Zettabyte File System)

ინსტალაციის პროცესში დიდი განსხვავება ვერ შევამჩნიე FreeBSD წინა ვერსიასთან შედარებით. აქიდან გამომდინარე ყველა პუნქტს დეტალურად განვიხილავთ. შევეცდები უფრო გავამახვილო ყურადღება საკვანძო მომენტებზე.

პირველ რიგში გვჭირდება საინსტალაციო freebsd

  •  bootonly.iso | 285M
  • disc1.iso | 656M
  • dvd1.iso | 3G
  • memstick.img | 700M
გადმოწერა | მინიმალური ინსტალატორი, იმისათვის რომ დავაინსტალიროთ ამ ISO-თი საჭიროა ინტერნეტთან კავშირი. 
გადმოწერა | საინსტალაციო ISO, რომელშიც არის მხოლოდ საბაზო პროგრამული პაკეტები. ინსტალაციის დროს არ არის საჭირო ინტერნეტი 
გადმოწერა | სრულყოფილი ISO, რომელშიც სისტემის გარდა შედის პროგრამული პაკეტების სრული სია. კონკრეტულად რა პაკეტებია ზუსტად ვერ გეტყვით. არასდროს არ მისარგებლია ამ ISO ისნტალატორით. 
გადმოწერა | იგივე რაც disc1, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამის ჩაწერა შეგიძლიათ ფლეშ მეხსიერებაზე (იგივე რაც ფლეშკა)

 

ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენებთ disc1.iso-ს და შემდგომში ჩვენთვის საჭირო ყველა პაკეტს დავაყენებთ ჩვენით

საინსტალაციო დისკიდან ჩატვირთვისას გვხვდება სტანდარტული მისალმების ბლოკი

  1. Install — ინსტალაციის დაწყება
  2. Shell — კონსოლში გადასვლა
  3. Live CD — Live რეჟიმში ჩატვირთვა

ვირჩევთ N1-ს ანუ Install, რის შედეგადაც გამოჩნდება კლავიატურის განლაგების არჩევას, რაშიც არ არის რაიმე განსაკუთრებული სირთულე.
შემდეგი ეტაპი არის FreeBSD სახელის დარქმევა. რაიმე განსაკუთრებულის დარქმევა არ არის საჭირო რადგან შემდგომში შეგვიძლია შევცვალოთ

ამ ეტაპის გავლის შემდეგ უნდა ავირჩიოთ თუ რა კომპონენტების დაყენება გვსურს. სტანდარტულად მე ვირჩევ მხოლოდ lib32 -ს რადგან სხვა პაკეტების დაყენება შეგვიძლია ინსტალაციის დასრულების შემდეგ.

შემდეგ ეტაპზე იწყება მყარი დისკის დაყოფა ნაწილებად, ამ შემთხვევაში ყოველთვის ვანდობ ამ საქმეს ინსტალატორს რადგან ვერ ვხედავ მიზეზს თუ, რატომ უნდა დავკარგოთ დრო მის ხელით დაყოფაში თუ მხოლოდ 1 მყარ დისკზე ვაყენებთ. თუ თქვენ მაინც გინთად ხელით დაყოფა გირჩევთ, რომ დამატებით გააკეთოთ ერთი დანაყოფი რათა ლოგები გავიტანოთ ცალკე. ეს იმ შემთხვევისათვის იქნება კარგი თუ სხვა დანაყოფებზე შეივსება სივრცე. მაგრამ ასეთი რამ პრაქტიკაში არასდროს მქონია რადგან ჩემს ყველა სერვერზე მაქვს დაყენებული თავისუფალი ადგილის მონიტორინგის ხელსაწყო რათა დროულად მოვახდინო რეაგირება მეხსიერების შევსების შემთხვევაში. მოკლედ აქ ვირჩევთ პირველ პუნქტს

შემდეგ ეტაპზე მოითხოვს გვსურს თუ არა მთელი თავისუფალი ადგილის მინიჭება სისტემისათვის რასაც უნდა დავეთანხმოთ. შემდეგ ეტაპზე დაყოფის ცხრილის არჩევისას ვირჩევთ GPT

შეამოწმეთ დისკის დაყოფის შემოთავაზებული სქემა, თუ გაწყობთ ასეთი დაყოფა დავაჭიროთ Finish და დაეთანხმეთ ცვლილებების შეტანას.
ამის შემდეგ იწყება ინსტალაციის პროცესი რომელიც სტანდარტულად რამოდენიმე წუთი გრძელდება.
ინსტალაციის პროცესის დასრულების შემდეგ მოგთხოვთ პაროლის შეყვანას ROOT მომხმარებლისათვის.

 

მაშ ასე დადგა ქსელის კონფიგურაციის დროც.

კონფიგურაციის დაწყების დროს უნდა დავთანხმდეთ IP მისამართის კონფიგურაციას

დათანხმების შემდეგ მე ვირჩევ DHCP სერვერიდან IP მისამართის მიღებას, შემდეგ ეტაპზე უნდა  მივუთითოთ ჩვენი dns სერვერი. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ dns სერვერი შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი ან უმჯობესია თუ მიუთითებთ რაიმე dns სერვერს, მაგალითად : 8.8.8.8 და 8.8.4.4 (Google DNS)

 

მომდევნო ეტაპი არის თარიღისა და საათის გასწორება, აქ არაფერი არ არის რთული. თუ ყველაფერი სწორია აწვებით “Skip

ინსტალაციის პროცესი უახლოვდება უკვე დასასრულს. შემდეგი ეტაპი გახლავთ თუ რა სერვისები დაყენდეს ინსტალაციის დროს. ამ შემთხვევაში მე ვირჩევ მხოლოდ sshd სერვერს, რადგან შემდგომში მივიღო ssh წვდომა ჩემს სერვერზე.

შემდეგ ეტაპზე მოგვიწევს დაცვის ფუნქციების არჩევა. დიდა არ ვარ ამ კონკრეტულ ხელსაწყოებში გარკვეული, რადგან მე მაქვს ყოველთვის ჩემი დაცვის ხელსაწყოები, რომელსაც ვენდობი და ჯერ-ჯერობით არასდროს გაუცრუებიათ იმედი. ამ პუნქტში ყველაფერს ვთიშავთ.

ბოლო ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ინსტალატორი შემოგვთავაზებთ დამატებითი მომხმარებლის დამატებას, ეს აუცილებელი პუნქტია, რადგან თუ არ დავამატებთ ssh სერვერთან დავკარგავთ წვდომას, რადგან root მომხმარებელს სტანდარტულად არ აქვს წვდომა ssh სერვერზე. აქიდან გამომდინარე ვამატებთ ნებისმიერ მომხმარებელს და ვაყენებთ რთულ პაროლს

ბოლო ეტაპზე ვირჩევთ Exit, გადავტვირთავთ სისტემას და გამოგვაქვს საინსტალაციო დისკი ან ფლეშკა სერვერიდან.

ამით დასრულდება ჩვენი FreeBSD 11 -ის ინსტალაცია 1 მყარ დისკზე.

 

რაც შეეხება ინსტალაცია raid1 მასივზე, ამ სტატიას გამოვაქვეყნებთ ცალკე

ინფორმაცია itbrain